ავტორი:

"აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, თუ საჭიროა, დიპლომატებსაც" - კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე

"აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, თუ საჭიროა, დიპლომატებსაც" - კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ.

"ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებების და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.