ავტორი:

ირანმა ტანკები აზერბაიჯანის საზღვარს მიაყენა - რატომ დაიძაბა თეირან-ბაქოს ურთიერთობები?

ირანმა ტანკები აზერბაიჯანის საზღვარს მიაყენა - რატომ დაიძაბა თეირან-ბაქოს ურთიერთობები?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქვეყნის ჩრდილოეთით, აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების გადასროლა განახორციელა, რასაც თეირანში სამხედრო სწავლების დაწყებით ხსნიან.მაგრამ რეალობაში სახეზეა ირან-აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს ურთიერთობების გარკვეულწილად დაძაბვა, რასაც თავისი ისტორიული მიზეზებიც აქვს, რასაც ახალი გარემოებებიც დაემატა.ერთი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომის დროს, მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისი სახმელეთო და საჰაერო გზები ჩაკეტა მებრძოლი მხარეებისთვის სამხედრო დანიშნულების ტვირთების სატრანზიტოდ (რეალობაში როგორ შეჩერდა ეს ტრანზიტი, სხვა საქმეა), სომხეთი რუსეთიდან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთებს კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიის გავლით ღებულობდა, რაც ბუნებრივია, ოფიციალური ბაქოს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევდა.საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანის ჩრდილოეთში მაცხოვრებელმა აზერბაიჯანელებმა ერევანში მიმავალი რუსული "კამაზების" კოლონაც კი დაწვეს...

ყარაბაღის მესამე ომის დროს აზერბაიჯანის არმიამ მთავარი შეტევა სამხრეთიდან, ირანის საზღვრის გაყოლებით განახორციელა, რა დროსაც ათეულობით საარტილერიო ჭურვი და რამდენიმე დრონი ირანის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა (ისე, ჩვენც გვაქვს გასახსენებელი ამ ომის დროს კახეთში ჩამოვარდნილი ორი დრონი, რომელთა აფეთქებამაც, საბედნიეროდ, არავინ შეიწირა), რის გამოც თეირანმა, თავის მხრივ, ბაქოს პროტესტი განუცხადა.ყარაბაღის ბოლო, 44-დღიანი ომის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, აღადგინა საბჭოთა დროინდელი საზღვარი და ისე აღმოჩნდა, რომ ირანიდან ერევნისკენ მიმავალი გორისი-კაპანის საავტომობილო გზა სიუნიქის რაიონში (რომელსაც აზერბაიჯანელები ზანგეზურად მოიხსენიებენ), ერთ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა