აშშ კორონავირუსის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს ამსუბუქებს და გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სრულად აცრილი მგზავრებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ნოემბრიდან უცხოელ მოგზაურებს უფლება ექნებათ აშშ-ს საზღვარი გადაკვეთონ თუკი ისინი ორივე დოზით იქნებიან აცრილები და გაივლიან შესაბამის კოვიდ ტესტირებას. თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორის, ჯეფ ზიენტის თქმით, ადამიანებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, გამონაკლისი დაიშვება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო აცრას ვერ ახერხებ.
,,ფანტასტიკური სტიმულია ბიზნესისა და ვაჭრობისათვის. შესანიშნავია, რომ მეგობრები ოკეანის ორი სხვადასხვა მხარის მიღმა კვლავ გაერთიანდებიან“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
სამოგზაურო შეზღუდვა აშშ-მ 2020 წელს, ჩინეთის ქვეყნიდან შემავალ მოგზაურებს დაუწესა, თუმცა შემდეგ სხვა ქვეყნებზეც გაავრცელა.