ავტორი:

რამზან კადიროვმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და არჩევნებში 99.7% აიღო - როგორ ეხმაურებიან ჩეჩნეთის ლიდერის შედეგებს რუსები

რამზან კადიროვმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და არჩევნებში 99.7% აიღო - როგორ ეხმაურებიან ჩეჩნეთის ლიდერის შედეგებს რუსები

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა არჩევნებში 99.7% აიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რეგიონში ხმების 100%-ია დათვლილი. წინა არჩევნებზე, 2016 წელს კადიროვმა ხმების 97.56% მიიღო.

16-19 სექტემბერს რუსეთში დუმის არჩევნები ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონებში ასევე გუბერნატორებსა და ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერებს ირჩევდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მმართველი პარტია ერთიანი რუსეთი იმარჯვებს.

უწყების ცნობითვე, კადიროვის კონკურენტმა, რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტიის" კანდიდატმა, ხალიდ ნაკაევმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0,12% მიიღო. გროზნოს ყოფილ მერს, ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ისა ხაჯიმურადოვს, რომელიც პარტიის "სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის" სახელით იყრიდა კენჭს, ამომრჩეველთა 0,15%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რუსული ანტიკრემლისტური მედიის ცნობით, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩეჩნეთის ლიდერმა, რომელიც "სრული კონტროლის მოყვარულია, თადარიგი რამდენიმე კვირით ადრე დაიჭირა, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ყველა ზომაა მიიღო. გამარჯვება უეჭველი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ 100%-ს მაინც სხვა ხიბლი აქვს, როცა კადიროვი ხარ".

"კადიროვის 100%-იანი გამარჯვების ფასი", - წერს echo.msk.ru, რომლის ცნობითაც, ჩეჩნეთის გუბერნატორის პოზიციაზე ასარჩევად გამარჯვებულს 50%-ს პლუს ერთი ხმა სჭირდებოდა.

"კადიროვმა ჩეჩნეთის არჩევნებში რეკორდი დაამყარა" - წერს ura.news-ს რუსეთის დუმის არჩევნებზე.

novayagazeta.ru-ს ცნობით, "სამდღიანი არჩევნების შედეგად, რუსეთის რეგიონების მოქმედ მეთაურებში, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, რამზან კადიროვი ლიდერობს".

როგორც სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერენ, კადიროვს ჩეჩნეთში სრული კონტროლი დამყარებული აქვს, ახლა ისღა დარჩენია, ეს კომფორტი რამდენიმე წლით გაიხანგძრლივოს.

"სულ ვფიქრობ, რა იქნება ამ ოდიოზური ფიგურის შემდეგი ნაბიჯი - ალბათ პუტინის შემცვლელად თუ გამოაცხადებს თავს, თორემ სხვა ყველა რეკორდი მოხსნილი აქვს. პუტინი და მისი სპეცსამსახურები, რომლებიც შეხმატკნილებულად მუშაობენ მასთან ერთად, იმსახურებენ ამას. 99,7%-ით გაიმარჯვა, დანარჩენი დაუტოვა დემოკრატიას... დუმაში მისი კრიტიკაც ვერავის დასცდება, მაშინვე მოუწევს საბოდიშო ვიდეოს ჩაწერა, რომ ნასვამი ან არაადეკვატური იყო, არ ახსოვს, რა ილაპარაკა, თორემ კადიროვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს", - წერს ელა დობროლიუბოვა.

"ჩვენ ნამვილად ვიმსახურებთ ასეთ თავისუფალ არჩევნებს. 2000-ზე მეტი დარღვევა მხოლოდ ერთ დღეში, ერთ უბანში დაფიქსირდა. პუტინმა გაიმყარა პოზიციები, კადიროვმა მოუჭირა სადავეებს. ასეთი დემოკრატიის პირობებში, სადაც პუტინის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და სადაც ერთადერთი ოპოზიციური გუნდი, ნავალნი და მისი მხარდამჭერები სრულიად აშკარად გამოთიშეს თამაშს, კადიროვის 100% რა გასაკვირია?! სამაგიეროდ, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ჟერარ დეპარდიემ მისცა ხმა რუსეთის დემოკრატიულ მომავალს პარიზში. თავისი მეგობარი აირჩია კიდევ ერთხელ, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის თავისუფლად იფრინოს. დაუნახავები ნუ ხართ. შოუს რაღაც კარგი ელემენტებიც ჰქონდა. ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ ნახევრად ველურ კადიროვთან კი არ მეგობრობს?!" - წერს ინტერნეტმომხარებელი ვალერი ილიჩევი.

"ჩვენთან სხვაგვარად არის შეფუთული, თორემ ჩეჩნეთისგან არაფრით განსხვავდება დანარჩენი რუსეთი. ერთი არასასურველი მიმართვა და მაშინვე ბოდიშებს უხდიან კადიროვს ჩვენი ცნობილი სახეები. ასე რომ, კადიროვი ჩეჩნეთის რეგიონული პრობლემა არაა, გავლენებს აფართოებს. მით უფრო, რომ კრემლი კადიროვცებს ბეალურსსა და უკრაინაში წარმატებით იყენებს. ეს რაც ვიცით, რაც არ ვიცით, დარწმუნებული ვარ, სხვაგანაც მუშაობენ... მომდევნო ოთხი წელი ვიცეკვოთ და ვიმღეროთ, ქვეყანას ამერიკელები აგვიშენებენ", - წერს დიმიტრი კონივალოვი.

რამზან კადიროვამა ჩეჩნეთის ლიდერი 2007 წლიდან არის. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, აშშ-ს და ევროკავშირის უფლებადამცველთა ჯგუფები ყურადღებას ამახვილებენ რეგიონში ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებზე, რასაც კადიროვი და მისი გარემოცვა უარყოფს.