ავტორი:

"სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში. პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს" - ირაკლი კობახიძე "სისხლიან ბანერებზე"

"სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში. პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს" - ირაკლი კობახიძე "სისხლიან ბანერებზე"

პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს ბანერებს, რაც არის გამოფენილი - მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და მესამე იყო "არა ღალატს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთლიანობაში ის შინაარსი, რაც გამოსახულია, მისაღები არ არის.

„ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ეს სამივე სლოგანი პირდაპირ უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გამოსახული ბილბორდებზე, ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ესენი არიან სისხლიანი წარსულის მქონე ადამიანები. ამის მიუხედავად ჩვენთვის არ არის მისაღები მთლიანობაში ის შინაარსი, რომელიც არის გამოსახული ერთი მარტივი მიზეზია გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი არჩევანია ის, რომ ვესაუბროთ პოზიტივზე საზოგადოებას და თქვენ იცით , რომ ჩვენი ლიდერები ყოველდღიურად საუბრობენ მომავალზე და არა წარსულზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.