ავტორი:

ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო მოკლეს - რა მოხდა გერმანიაში?

ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო მოკლეს - რა მოხდა გერმანიაში?

ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროკურორების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურის მოლარემ 49 წლის მამაკაცს, რომელსაც ლუდის ყიდვა სურდა, მოსთხოვა დაეცვა წესები და გაეკეთებინა ნიღაბი. მომხმარებელმა მამაკაცის თხოვნაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა, თუმცა მალევე პირბადით დაბრუნდა, რომელიც მოლარესთან მიახლოებისას კვლავ მოიხსნა.

"შემდეგ დამნაშავემ იარაღი ამოიღო და მოლარეს თავში ესროლა. მამაკაცი დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა“, - აღნიშნა პროკურორმა კაი ფურმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შემთხვევის შემდეგ გერმანიაში ადამიანთა ჯგუფებმა, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ, დამნაშავის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. აღნიშნულ ინციდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი გამოეხმაურა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში გერმანელი დიპლომატი წერს:

,,სიძულვილი და ღვარძლი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ ყველაფრის არ სჯერათ, ყოფს საზოგადოებას და ადამიანებს კლავს“ .

გერმანელი პოლიტიკოსები აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა იმ ადამიანებისგან , რომლებიც ვირუსის არსებობას არ აღიარებენ, მიუღებელია.