ავტორი:

"შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი - ეს საკმარისია, რომ ამ არჩევნებში "ნაცმოძრაობამ" მარცხი განიცადოს" - კობახიძე

"შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი - ეს საკმარისია, რომ ამ არჩევნებში "ნაცმოძრაობამ" მარცხი განიცადოს" - კობახიძე

არავითარი შანსი ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რომ დაბრუნდეს ძალაუფლებაში და ჩვენ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის საწინააღმდეგო რაიმე ფარული კადრების გამოქვეყნებას, კობახიძე პასუხობს, რომ ეს არ იგეგმება და „როგორია ნაცმოძრაობის სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია“.

„ქართული ოცნება“ არავითარ კადრებს არ აანონსებს. შეგვიძლია გავუშვათ ისეთი კადრები როგორიცაა, მაგალითად, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი და ა.შ. ეს კადრები არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადოს. მათი სახე არის საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი. როგორია ნაცმოძრაობის“ სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია და ამის მიხედვით მიიღებს საზოგადოება კიდევ ერთხელ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მივა საარჩევნო ყუთებთან 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.