ავტორი:

"კლინიკაში გადმოყვანამდე სახლში მკურნალობდა... დაგვიანებით შემოვიდა" - კორონავირუსმა 33 წლის ქალი იმსხვერპლა

"კლინიკაში გადმოყვანამდე სახლში მკურნალობდა... დაგვიანებით შემოვიდა" - კორონავირუსმა 33 წლის ქალი იმსხვერპლა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი დავით შონია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ნონა სოფრომაძე სამედიცინო დაწესებბულებაში დაგვიანებით შეიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

"33 წლის ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. სახლში მკურნალობდა, ჩვენთან დაგვიანებით მოიყვანეს. მკურნალობა მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, უფრო დამძიმდა და გადაყვანილი იქნა აპარატზე, სამწუხაროდ, ლეტალურად დასრულდა. პაციენტს ჰქონდა ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები და კლინიკაში გადმოყვანამდე სახლში მკურნალობდა" - ამბობს შონია.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია და ახალგაზრდა ქალის ფოტოს აქვეყნებს:

"ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი ჩემო ძმაო" - წერს გამზარდია.