ავტორი:

მეწყერი ხელვაჩაურში - ერთი სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

მეწყერი ხელვაჩაურში - ერთი სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სახლის კედელი დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ფერიის დასახლებაში ჩამოწლილი მეწყერის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლის კედლები დაზიანდა, ხოლო ერთი სახლი, რომელიც ხისგან იყო აშენებული მთლიანად დაინგრა და მეწყერმა ჩაიყოლა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ სახლში კედლის ნგრევისას ერთი ადამიანი დაშავდა. ჩვენ წარმომადგენლები სტიქიის ზონებში იმყოფებიან.

ამ დროის მონაცემებით, 8 ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. მეწყრული პროცესების გამო, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე 80-მდე შეტყობინება არის შემოსული. ძირითადად მეწყერი საავტომობილო გზებზე ფიქსირდება“,- აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე.