კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებასთან ახლოს, უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი. პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ დამნაშავეების ვინაობის დასადგენად და მათ დასაკავებლად.