ავტორი:

"მითხრა, ის არ არის მესი, ძალიან პატარაა... ჩემი შვილიშვილი უკვე მესიზე მაღალია" - კრიშტიანუ რონალდუს დედა უმცროსი რონალდუსა და მესის შეხვედრაზე

"მითხრა, ის არ არის მესი, ძალიან პატარაა... ჩემი შვილიშვილი უკვე მესიზე მაღალია" - კრიშტიანუ რონალდუს დედა უმცროსი რონალდუსა და მესის შეხვედრაზე

პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეს ავეირო ხშირად პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს და თავისი ოჯახის, შვილის ცხოვრების პირად დეტალებს საზოგადოებას უზიარებს.

2020 წელს მას გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში არ ჩანდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ჟურნალისტებმაც არ დააყოვნეს - დოლორესმა ოჯახის სხვადასხვა ისტორია გაიხსენა, მათ შორის, თავისი შვილიშვილის, უმცროსი კრიშტიანუსა და ლიონელ მესის შეხვედრა 2017 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე.

"ბავშვის გვერდით ვიყავი და ვუთხარი, შეხედე, იქ მესია“ და მან მიპასუხა - "ის არ არის მესი, ის ძალიან პატარაა. შემდეგ ჩემმა შვილმა ის გაამხნევა და უბიძგა, რომ მესისთან მისულიყო. მესი ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი შვილიშვილი უკვე მასზე მაღალია, ეს ძალიან სახალისო მომენტი იყო“, - იხსენებს დოლორესი სიცილით.

გარდა ამისა, დოლორესმა თქვა, რომ მისი აზრით, უმცროსი კრიშტიანუ იმაზე უფრო უკეთესია, ვიდრე რონალდუ მის ასაკში იყო. "ვფიქრობ ასე იმიტომ, არის, რომ მას სამაგალითო მამა ჰყავს, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის.“, - ამბობს დოლორესი.

რონალდუს დედის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კრიშტიანინიო ისეთივე მაღალ დონეზე ითამაშებს, როგორც ბიჭუნას მამა.

წყარო: marca.com