ავტორი:

"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

"ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან" - გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს - დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან, - ასე ეხმაურება ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას” სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი უკეთებია.

"ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია! ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა! ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება?! რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს?!ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.