ავტორი:

"ელჩების უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა" - ნიკა მელია

"ელჩების უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა" - ნიკა მელია

მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაინახეს, „ქართული ოცნება“ რას და როდის აკეთებს და „ყველაფერს შესაბამისი რეაგირება ექნება“.

"ჩემი აზრით, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფო ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. „ქართული ოცნება“, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა“,- განაცხდა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ 21:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი დააანონსა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას გააკეთებს.