ავტორი:

დღის ფოტო:  "სახლი სასწაული",  რომელიც ვულკანს გადაურჩა მაშინ, როცა სტიქიამ გარშემო ყველაფერი გაანადგურა

დღის ფოტო:  "სახლი სასწაული",  რომელიც ვულკანს გადაურჩა მაშინ, როცა სტიქიამ გარშემო ყველაფერი გაანადგურა

რამდენიმე დღის წინ კანარის კუნძულების კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა. ახლა კი მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც აღბეჭდილია სახლი, რომელიც ვულკანს "გაექცა" და სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა.

სოციალურ ქსელში მას "სახლი სასწაული“ უწოდეს. ვულკანი ლა პალმაზე გასულ კვირას ამოიფრქვა. სურათი ფოტოგრაფ ალფონსო ესკალეროს მიერაა გადაღებული და როგორც ხედავთ, მასზე აღბეჭდილი სახლის გარშემო ყველაფერი განადგურებულია. მათ შორის, განადგურდა სახლები, სკოლები, ბანანის პლანტაციები და.ა.შ.

სახლი პენსიონერ დანიელ წყვილს ეკუთვნის. მეპატრონეები პანდემიის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა 200-ზე მეტი სახლი, ევაკუირებულია 6000-ზე მეტი ადამიანი.

კუნძულზე ლავა ახლა ძლიერი ინტენსივობით აღარ იფრქვევა, თუმცა ზოგიერთ ადგილას მისი მდინარეები ჯერ კიდევ მოედინება და მეცნიერები ვერ ამბობენ, თუ როდის დასრულდება ამოფრქვევა.

წყარო: BBC