ავტორი:

თუშეთში ჩარჩენილი ტურისტები უკან ვერ ბრუნდებიან - ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა

თუშეთში ჩარჩენილი ტურისტები უკან ვერ ბრუნდებიან - ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა

თუშეთი კვლავ გარე სამყაროს მოწყვეტილია. მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა. ავიაციის საშუალებით 100-მდე ადამიანის ჩამოყვანა იგეგმება, თუმცა ფრენების განხორციელება დამოკიდებულია ამინდზე.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.

თუშეთში ტურისტები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებული გზის გამო უკან დაბრუნებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.