ავტორი:

"თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება" - ამირან გამყრელიძე

"თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.

„მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური. ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.