ავტორი:

ქუთაისში ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას რვა თვის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძარვი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა. ავტომობილში ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვები დედასთან ერთად უკანა სავარძელზე ისხდნენ. შვილი დედას ხელში ჰყავდა, დაჯახების შედეგად მან მძიმე დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

დედას სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა.მას ინტერვენციული მედიცინოს ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვს დამაკამაყოფილებელია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.