ავტორი:

დაპირისპირება გმირთა მემორიალთან - სამართალდამცველებმა ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე დააკავეს

დაპირისპირება გმირთა მემორიალთან - სამართალდამცველებმა ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე დააკავეს

გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, ინციდენტი მოხდა.

ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის“ წევრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ მათ გმირთა მემორიალის ტერიტორია დაატოვებინა, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დააკავეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა.

ამჟამად, ორგანიზაციის წევრები გმირთა მემორიალის მიმდებარედ იმყოფებიან. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მათ მემორიალთან მისვლის საშუალებას, სადაც მთავრობის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს ელოდებიან, არ აძლევს.