ავტორი:

თალიბებმა დალაქებს მოქალაქეებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალეს - "სასჯელი მკაცრი იქნება... არავის აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება"

თალიბებმა დალაქებს მოქალაქეებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალეს - "სასჯელი მკაცრი იქნება... არავის აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება"

თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში დალაქებს მომხმარებლისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალეს და განაცხადეს, რომ წვერის გაპარსვა ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება.

"თალიბანის" რელიგიური პოლიციის განცხადებით, ვინც ამ აკრძალვას არ დაემორჩილება, სასტიკად დაისჯება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება სასჯელი.

ზოგიერთი დალაქი ქაბულიდანაც ამბობს, რომ მსგავსი აკრძალვა უკვე მათაც შეეხოთ. ჰელმანდის პროვინციაში მცხოვრები დალაქები კი ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ არ შეეწინააღმდეგონ შარიათის წესებს.

"არავის აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ "თალიბანი" ავღანელებს მმართველობის რბილ ფორმებს დაჰპირდა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ეს ასე არ იქნება.

თალიბებმა გასულ კვირაში მოკლეს ოთხი მოწინააღმდეგე და მათი ცხედრები ქუჩაში დაყარეს. ასევე დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებლის და ლიდერის, მულა ნურადინ ტურაბის თქმით, ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.