საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5.8-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის წარმომადგენელის განცხადებით, მამაკაცი ქალაქ არკალოხორში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.
სამოქალაქო დაცვის ორგანოების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა და 9 ადამიანი დაშავდა.
ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდას მიაღწია, მისი ეპიცენტრი კი არვიდან 23 კილომეტრში, სამხრეთ -აღმოსავლეთ კრეტაზე, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.