სტუდია "მონიტორი" ავრცელებს ფოტოებსა და ინფორმაციას ამირან გამყრელიძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შესახებ. "მონიტორის" ცნობით, 2021 წლის 25 სექტემბერს გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
მათივე ცნობით, ფოტოებზე, ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები "მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კი განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.
ფოტოები: სტუდია "მონიტორი"