ავტორი:

"თუ ვიღაცას იმის მცდელობა აქვს, რომ ხუთკაციანი აქციებით შეგვაშინოს​, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ" - კახა კალაძე

"თუ ვიღაცას იმის მცდელობა აქვს, რომ ხუთკაციანი აქციებით შეგვაშინოს​, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ" - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხუთკაციანი აქციებით ვერავის შეაშინებენ“.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს.

კახა კალაძემ წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა. კალაძის თქმით, საერთო ჯამში კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა არ გამორიცხა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროვოკაცია იყოს, რადგან ეს მათი ხელწერაა.

„კამპანია საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, ჩაატაროს შეხვედრები, შეხვდეს ამომრჩეველს, წარუდგინოს თავიანთი საარჩევნო პროგრამა, თუ აქვთ ასეთი რამ. ძალიან კარგია, რომ ასე მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პროვოკაციას. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ განვლილ არჩევნებს, ვიცით მათი ხელწერა როგორია. მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ.

აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ ვიღაცას იმის მცდელობა აქვს, რომ შეგვაშინოს ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის ვერ შეაშინებენ... მაგათაც ვაჩვენებთ როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.