"რა თქვა მიხომ, რა თქვა, - ჩამოვდივარო? ეს კაცი უკვე რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრისთვის საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო? მოსახლეობას რომ ავუხსნათ, ეს კაცი უკვე რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში. ჩვენს ხალხს რომ აუხსნათ კიდევ ერთხელ, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა და დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა, მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნებას უკავშირდება, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა და ასევე 2 ოქტომბრის კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო და ამით სამშობლოში დაბრუნების კონკრეტული თარიღი პირველად დაასახელა.