პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "კარიკატურულ ფიგურას" უწოდებს და აცხადებს, რომ თუკი ის საქართველოში ჩამოვა, ეს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოხდება.
"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, იმ "ფეიკ" რაღაცის დადება... ეს არის "ოცნების" მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც იმისთვის აგორებენ, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ, ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება ოცნებასთან. ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში.
უბრალოდ, ოცნებას დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით და ახლა აშინებენ ამით. შეთანხმებულად მოქმედებენ, ლოგიკას ვერ ხედავთ? ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება ეს აჩრდილი, რაღაც. ის არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული, კარიკატურული ფიგურაა, ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს "ოცნებისთვის" და ასე გამოაძრობენ ხოლმე როცა გაუჭირდებათ.
თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ და ჩამოვიდა, მისი ადგილი ციხეშია და თუ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნებასთან" შეთანხმებულია და ამის შემდეგ რასაც "ოცნება" იკადრებს, იქნება ზუსტად იგივე, რაც მელიას გაუკეთეს, ამნისტია და აგერ ვნახავთ ყველანი ერთად", - აცხადებს გახარია.