2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:
მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) - დელეგაციის თავმჯდომარე; მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი); მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) ; კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი); მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი) ; ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი); ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)
ევროპარლამენტარები საქართველოში 29-30 სექტემბერს ჩამოვლენ და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.