ავტორი:

"სააკაშვილის დასაბრუნებლად უკვე 104 000 ხელმოწერაა - ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად" - თაკო ჩარკვიანი

"სააკაშვილის დასაბრუნებლად უკვე 104 000 ხელმოწერაა - ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად" - თაკო ჩარკვიანი

წერილი დავუგზავნეთ ყველა აკრედიტებულ დიპლომატს საქართველოში, ყველა ელჩს, მათ შორის ევროკავშირს, ეუთოს, ყველას - ვითხოვთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სააკაშვილთან მიმართებაში, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება არ ექნება.

„სამართლებრივი საფანელი გავაკეთეთ, იურისტებმა იმუშავეს, წერილი დავუგზავნეთ ყველა აკრედიტებულ დიპლომატს საქართველოში, ყველა პირველ პირს ანუ ელჩს. მათ შორის ევროკავშირს, ეუთოს, ყველას... გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან, ძალიან საინტერესო ხალხთან და ყველას მივაწოდეთ ეს წერილი და რა არის იქ?! შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ თურმე მესიჯებით ხდება ვერდიქტის გამოტანა ქართულ სასამართლოში და რა ესმის ეს ჩვენს ყურებს, გამომდინარე ამ ფაილებიდან, გაუხსნელი მკვლელობებიდან, ამერიკა ლაპარაკობს უკვე, რომ კლანია თქვენთან, შარლ მიშელის დოკუმენტი დაირღვა, ვითხოვთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სააკაშვილთან მიმართებაში, სადაც მთელი რიგი ცდომილება მოდის მის მიმართ მთელ რიგ მუხლებთან... სადაც წერია, სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. მართლაც შეიქმნა ჯოჯოხეთური უნდობლობა მართლმსაჯულებისადმი, განსაკუთრებით პროკურატურას ვგულისხმობ”, - განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ სახალხო მოძრაობაში 104 ათასი წევრია და მის დასახვედრად ნახევარი მაინც მივა.

„საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის დასაბრუნებლად დარეგისტრირდა ოფიციალურად, 12 დღეა რაც არსებობს და 104 ათასი ხელმოწერაა უკვე. როდესაც რეგისტრირდება 104 ათასი ეს ძალიან კარგია, იდენტიფიცირებადია ყველა, მაგრამ 104 ათასი აქციაზე, ალბათ, არ გამოდის ხოლმე. მაგრამ ანალიტიკოსებით ვნახეთ, მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკი, ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ არანაირად არ გვაწყობს გაბერილი რიცხვი. რატომ უნდა გვაწყობდეს გაბერილი რიცხვი, ეს სისულელეა, ჩვენ მომსვლელი გვაინტერესებს... ნახევარი მაინც მოვა, ჩვენ ვფიქრობთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას აპირებს.

„ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანად, მეტსაც გეტყვით, გარკვეულ ადამიანებს კუთხეებში ვაყენებ, ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს. როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ მე ამ კონკრეტულ ორგანიზაციაზე, პასუხს ვაგებთ როგორ იქნება, რა იქნება, მე იქიდანაც მაინტერესებს რა იქნება...

ბევრია ძალიან, ხვალამდე არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ახლაც, აი ამ წამს, ერთი ამბავია და მიდის მუშაობა. ხვალ 3 საათზე მე უკვე ჩანიშნული მაქვს ბრიფინგი და ხვალ დილიდან მე უკვე მინდა, მასთან მქონდეს კავშირი... ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად, ვიცოდეთ, როგორ იმართება ეს ყველაფერი. თვითმფრინავი სადაც დაჯდება, ის რეისი უნდა იყოს გარანტირებული“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.