ავტორი:

კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ 1 ოქტომბერს დაიწყება!

კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ 1 ოქტომბერს დაიწყება!

გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ განაცხადების მიღებას იწყებს.

კონკურსის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2022 წელს განახლებული ფორმატით დაგიბრუნდათ. კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ისე მოთხრობების კრებული.თუ გიყვართ წერა და ფიქრობთ, რომ ეს კარგადაც გამოგდით, თუ საკუთარ წიგნზე ოცნებობთ, გეძლევათ შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოთ, თუნდაც ამისთვის ფანტასტიკის სფეროში შეჭრა მოგიწიოთ - ჟანრში თავისუფალი ხართ!

ჩვენ უკვე გვყავს ბესტსელერების ავტორები და მათ დაამტკიცეს, რომ ეს რეალობაა!

განცხადების მიღება იწყება 1 ოქტომბერს და გაგრძელდება 1 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსანტებმა ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ტური

1. I ტურის შედეგად გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მკითხველის რჩეული გახდება, დანარჩენს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

II ტური

1. მეორე ტურში გადასულმა კონკურსანტებმა, 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, კონკურსის ელფოსტაზე konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:

  • I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების/კრებულის სრული დამუშავებული ვერსია;
  • ნაწარმოების/კრებულის დეტალური აღწერა (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

2. 11 იანვარს ნაწარმოების/კრებულის სრული ვერსიები გამოქვეყნდება კონკურსის საიტზე, პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

3. 11-30 იანვარი – მკითხველი ხმას აძლევს სასურველ ნაწარმოებებს.

4. 1 თებერვალს გამოცხადდება 3 გამარჯვებული. მათგან 1 მკითხველის რჩეული იქნება, 1 − ჟიურის, 1 კი - ჟიურისა და მკითხველის ერთობლივი არჩევანი. ამ უკანასკნელს ჟიური აარჩევს მეორე ტურში გადასული ნაწარმოებებიდან.

გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრებს გამომცემლობა „პალიტრა L” 2022 წლის შემოდგომაზე გამოსცემს.

შენიშვნა: გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

კონკურსის წესებისა და პირობების სანახავად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://bit.ly/3oeeSh3