დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავადაც უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს. წლევანდელი "მეთ გალა" საერთოდაც დემნას ბენეფისად იქცა, რადგან ვარსკვლავების დიდ ნაწილს მისი ექსპერიმენტები ჰქონდა მორგებული - ჯასტინ ბიბერის ჩაჩაჩულ შარვალზე და თავფეხიანად შავებში გამოწყობილ კიმ კარდაშიანზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.
რა ხანია, დემნამ საკუთარი სიტყვა თქვა მსოფლიო მოდაში, ჯერ თავისი ბრენდით - ვეტემენტსით, ახლა კი "ბალენსიაგას" სახელით. ქართული წარწერებით თუ 1990-იანების საქართველოში აქტუალური დეტალებით არაერთი მოდელი გამოიყვანა სცენაზე და მისი ყოველი ახალი კოლექცია რაღაც ახალს ამბობს, გარდა იმისა, რომ თანამედროვე მოდის სტანდარტებს სრულიად ატრიალებს.
"ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა მინდოდა. ამით დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა”, – ამბობდა გვასალია ძმასთან ერთად შექმნილი ბრენდის "ვეტემენტსის" ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ.
ბევრმა არ იცის, რომ დემნას სახელი მოდის სამყაროში თავდაპირველად სწორედ ამ ბრენდის სახელით გაისმა, რომელიც მან და მისმა უმცროსმა ძმამ - გურამ გვასალიამ შექმნეს. ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს ომის შემდეგ თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ - უკრაინაში, მერე კი ემიგრაციაში წავიდნენ.
"ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა" - იხსენებს დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში...წაიკითხეთ სრულად