ავტორი:

"გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის მხარესთან და მათგანაც ვიცით, რომ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია" - რა განაცხადეს შსს-ში?

"გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის მხარესთან და მათგანაც ვიცით, რომ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია" - რა განაცხადეს შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელიც შს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გამართა და წინასაარჩვენო პროცესში არსებული დაღვევების გამოძიებასა და არჩევნების პროცესის მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველყოფაზე ილაპარაკა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიფინგზე საუბარი შეეხო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც. დარახველიძემ გაიმეორა შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. "გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით ვიცით, რომ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებდა.