ავტორი:

"დღეს ბიძინაობაა" - ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა

"დღეს ბიძინაობაა" - ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა

დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა - ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას,-ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ისტორიული გამარჯვებიდან 9 წელი გავიდა.

“დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება პირველი ოქტომბერი.

9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“,-აღნიშნავს პრემიერი.