ავტორი:

"მეოთხე დღეა ეძებენ და თბილისში დაიჭირეს" - რას წერს ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე?

"მეოთხე დღეა ეძებენ და თბილისში დაიჭირეს" - რას წერს ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"მეგობრებო,დამშვიდდით... დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას,რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს. მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს.

ამისთვისაც მზად იყო . აირჩია ეს რისკინია გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.ჯერი ჩვენზეა.ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც.ციხით ისინი შეაშინონ,ვინც აქამდე შეუშინებიათ ესეც მალე ჩაივლის.ხვალ ყველანი რეფერენდუმზე" - წერს ხერხეულიძე,

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და შეირჩა ისეთი დრო, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

“ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია, მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.