ავტორი:

"სააკაშვილმა თავისუფლება დათმო რეჟიმის დამარცხებისთვის... ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება" - ნიკა მელია

"სააკაშვილმა თავისუფლება დათმო რეჟიმის დამარცხებისთვის... ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდარის ნიკა მელიას განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნებით თავდადებული ნაბიჯი გადადგა და "რეჟიმის დასამარცხებლად საკუთარი თავისუფლება დათმო".

ამის შესახებ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველა ვხედავთ "ოცნების" ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად. მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის.

დღეს ის ნამდვილად საქართველოშია... ის დაკაავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებლად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა განსაკუთრებით მისთვის.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია. მან თავისი თავისუფლება დათმო რეჟიმის დამარცხებისთვის. ჩვენი თავდადება კი დღეს და ხვალ ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ. ავდგეთ ხვალ წავიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ივანიშვილის "ოცნება" - აღნიშნა მელიამ.