ავტორი:

ჟურნალისტის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ელექტროშოკის გამოყენება სცადეს - რა მოხდა ზუგდიდის საარჩევნო უბანზე?

ჟურნალისტის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ელექტროშოკის გამოყენება სცადეს - რა მოხდა ზუგდიდის საარჩევნო უბანზე?

ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ჟურნალისტის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ელექტროშოკის გამოყენება სცადეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ფორმულას“ ჟურნალისტმა სალომე ჩადუნელმა განუცხადა. მისი განმარტებით, უბანში დაძაბულობა იყო, ამბის გარკვევის დროს მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ელექტროშოკის გამოყენება სცადა.

„84-ე უბანთან ჩართვისთვის ვემზადებოდი, როდესაც დაიწყო ხმაური. ერთ-ერთი ჟურნალისტი ერთ-ერთ პირს ადანაშაულებდა იმაში, რომ ამან მაგინა, ამან შეურაცხყოფა მომაყენაო. ჩვენ დავუსვით კითხვები თუ ვინ იყო, გვითხრა, რომ ამავე უბანში ცხოვრობდა და იყო ფეხბურთელი დავით ქირია. სხვებიც იყვნენ აგრესიულები. ეს ადამიანი მომიახლოვდა და ამოიღო ელექტროშოკი, ამას ახლა მოგადებ ფეხზეო. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში, იქიდანაც გვაგინა უშვერი სიტყვებით, ბოთლიც ესროლა „ტვ პირველის" ჟურნალისტს",- განაცხადა ჩადუნელმა.