ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
"სამხრეთ ოსეთს“ აქვს უფლება, მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია იმ ადგილზე, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებებს, რომელიც დანაშაულებად ითვლება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის მიხედვით“,- აღნიშნა მედოევმა.
მისივე თქმით, "სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადირების შემთხვევაში“, მას ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილება.