მარნეულში, სოფელ დაშთაფას 52-ე საარჩევნო უბანზე დაჭრილი"ლეიბორისტული პარტიის" წევრი, როგორც ირკვევა, ემაზ მამედოვია. ამის შესახებ "რადიო მარნეულთან" საუბარში ლეიბორისტული პარტიის წევრმა ალი ბადიროვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დანაშაული "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, ცივი იარაღით ჩაიდინა.
"ჩვენი პარტიის წევრი ევაზ მამაედოვი დაჭრა "ქართული ოცნების" აგიტატორმა იმის გამო, რომ მეხმარებიდა ხმების შეგროვებაში და "ლეიბორისტული პარტიის" მხარდამჭერია. შესაძლოა, ეს "ქართული ოცნების" სხვა უფრო სერიოზული წარმომადგენლის მიერ იქნა დადგეგმილი, რადგან უნდათ საკრებულოს მიღმა დამტოვონ", - განაცხადა ბადიროვმა.
მისი თქმით, უბანზე ხმის მიცემის პროცედურა არ შეჩერებულა. ბადიროვის ინფორმაციით, დაჭრილი მარნეულის "ავერსის კლინიკაშია" გადაყვანილი.
"როგორც ვიცი, ემაზ მამედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. ვაპირებ მოვინახულო", - განაცხადა მან რეგიონულ მედიასთან საუბარში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ბრალდებული უკვე დაკავებულია. თუმცა შსს -ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.