ავტორი:

"ქუთაისში უბნის თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ, არ გამოდიან" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ქუთაისში უბნის თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ, არ გამოდიან" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ბევრ საარჩევნო უბანზე ოპოზიცია დამაჯერებლად ლიდერობს.

გარდა ამისა, როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის ბევრ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის ქსეროქსის ფურცელი არ აქვთ. აღნიშნულის გამო ხატია დეკანოიძე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან საკითხში პირად ჩარევას მოითხოვს.

"თბილისის მოგება და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური საწყისია იმ მიზნისკენ, საითაც მივდივართ. რაც შეეხება ქუთაისს, დაიწყო შედეგების დათვლა. ამოვიდა პირველი შედეგი 92-ე უბნიდან, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი - 101/50-ზე, შესაბამისად, ითვლება სხვა უბნებიც. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი უბანია, სადაც ოპოზიცია დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა ბევრ უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის კომისიის წევრებს, ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის ქსეროქსის ფურცელი არ აქვთ, ეს არის სამარცხვინო და წარმოუდგენელი. ამიტომ, სასწრაფოდ, მოვითხოვ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიისგან, თავმჯდომარისგან პირად ჩარევას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცოტა ხნის წინ დეკანოიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 20-ე უბანზე მომხდარი ფაქტის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, ოპოზიციამ აღნიშნულ უბანზე მოიგო, რის გამოც უბნის თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ.

"20-ე უბანს ვიგებთ. თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ. არ გამოდიან" - წერს დეკანოიძე.