ავტორი:

"მიდის ჰაკერული შეტევა ჩვენს ვებ-გვერდზე.. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი ბრაზილიიდან, ტაივანიდან.." - შალვა პაპუაშვილი

"მიდის ჰაკერული შეტევა ჩვენს ვებ-გვერდზე.. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი ბრაზილიიდან, ტაივანიდან.." - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვლის განცხადებით, ვებ-გვერდზე, სადაც მმართველი პარტია პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს კიბერშეტევა მიმდინარეობს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, კიბერშეტევა მიუთითებს იმაზე, რომ კოორდინირებული მოქმედება ხდება როგორც უბნებში და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში.

გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საარჩევნო უბნებიდან ოლქებში ოქმების გადატანის პროცესი შეაფერხონ.

"იყო მცდელობები და გეგმები, რომ ჩაეშალათ დათვლის პროცესი. ხედავთ, რა ხდება ზუგდიდში, ასეთივე სიტუაციაა ბევრ სხვა უბანზე. არის პირდაპირი მცდელობა, რომ უბანში დათვლის შესძლებლობები ჩაშალონ. პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, რომ ბიულეტენებით უბნის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ, რომ საოლქო კომისიაში ოქმები მიეტანათ.

დღის განმავლობაში 3 ინციდენტი იყო ზუგდიდში. ზუგდიდი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, გრძელდება ეს მეთოდები. ზეწოლის ქვეშ არიან კომისიის თავმჯოდმარეოები. შეეშვან ამ ზეწოლას. ასევე მოვუწოდებ მედია-საშუალებების წარმოამდგენლებს, არ გაცდნენ საკუთარ ფუნქციებს, როგორც მედია და ნუ გადავლენ და ნუ არიან კომისიის მიმართ შეტევაზე.

ასევე, მოგახსენებთ, რომ მიდის შეტევა ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც პარალელური დათვლის შედეგებს ვაქვეყნებთ. პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა ვებ-გვერდზე, რათა ამ სერვერის გატეხვა მოხდეს. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნიდან - მაგალითად ბრაზილია, ტაივანი. არ მგონია მათ მაინცადამაინც აინტერესებდეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ არის კოორდინირებული მოქმედება როგორც უბნებში და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში.

მივმართავ "ნაციონალურ მოძრაობას“, არ გამოუვათ ამ პროცესის ჩაშლა. მთელი დღე იყო მშვიდობიანი. დათვლის პროცესი მიდის ნორმალურად, მათ შორის დათვლილია უბნები. ერთი მხრივ პრეტენზიების გაცხადება, რომ ცესკო რატომ არ აქვეყნებს შედეგებს და მეორე მხრივ, ხელის შეშლა კომისიებისთვის, რომ ეს შედეგები გადმოგზავნილი იყოს ცესკოში, ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, ვხვდებით, რომ ამის უკან დგას განზრახვა.

რაც შეეხება ვებ-გვერდს, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს,დაინტერესდეს ამ საკითხით, ვინაიდან აქ გვაქვს კიბერშეტევის შემთხვევა. ეს როგორც ჩანს არ არის შემთხვებით, რომ ერთი მხრივ მიდის ფიზიკურად შეტევა საარჩევნო კომისიებზე და მეორე მხრივ ვირტუალურად მიდის პარალელურ დათვლის შედეგებზე შეტევა იმისთვის, რომ შედეგების არევა მოხდეს და შემდეგ ის სცენარი განვითარდეს, რომელიც უკვე ვიცით რომ არებობს "ნაციოანლურ მოძრაობაში“. ვნახეთ, რა ხდებოდა გუშინ, რა გგემები ჰქონდათ მანამდე. მათი ერთადერთი გეგმა არის არეულობა.

გარდა ამისა, მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ იფხიზლონ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, "ქართული ოცნება“ ოლქებში ოქმების მიტანის პროცესს აჭიანურებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესს "ნაციონალური მოძრაობა“ აფერხებს.

"ჩვენ რომ გვსურდეს ამ პროცესის შეფერხება, წინსწრებით კი არ გამოვაქვეყნებდით ამ ოქმებს. თითქმის 30% გამოქვეყნებულია და დათვლია, დაჯამებული. ასე რომ, "ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონდეს ამის სურვილი, პარალელურ წინსწრებით შედეგების გამოქვეყნებას არ შეაფერხებდა. აფერთხებენ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ უბნის წარმომადგენლება ეს ოქმები ოლქში მიიტანონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.