ავტორი:

საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, "ოცნებას" 48,56%-იანი, "ნაცმოძრაობას" კი 31,23%-იანი მხარდაჭერა აქვს - წინასწარი მონაცემები

საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, "ოცნებას" 48,56%-იანი, "ნაცმოძრაობას" კი 31,23%-იანი მხარდაჭერა აქვს - წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 48,56 %-მა დაუჭირა.

3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1446 უბნის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48,56 %,

„ნაციონალური მოძრაობა“ - 31, 23 %,

„გახარია - საქართველოსთვის“ - 6,87 %,

"ევროპული საქართველო" - 1,82;

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1, 27 %,

„ლელო“ - 2, 6 %,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 1.04 %,

„გირჩი“ - 0.71 %.