პროკურატურა დღეს ბრალს იმ ბინის მეპატრონეს წაუყენებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ბრალის წარდგენა 16:00 საათზე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.
სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.