ქაბულში, მეჩეთის შესასვლელში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, ეიდ გაჰის მეჩეთის შესასვლელთან მოხდა, სადაც ,,თალიბანის” სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის დედის ხსოვნის ცერემონია ტარდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.