“ისეთი მხნეა,როგორსაც ვიცნობ მიშას,როგორიც გავიცანი და როგორსაც ვიცნობდი", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
“ისეთი მხნეა,როგორსაც ვიცნობ მიშას,როგორიც გავიცანი და როგორსაც ვიცნობდი მთელი ბრძოლის მანძილზე. მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია, გადასარევად იცის, რა ელოდება წინ. თუმცა, მისი ორიენტირი არის მეორე ტური. ის ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება არაფრით შეიძლება და მეორე ტურის გამარჯვება აუცილებლად მიაჩნია.
ყველას მოუწოდებს ასმაგ ძალისხმევასა და გაერთიანებას. არანაირი სასამართლო არ იქნება, მიშა სააკაშვილზე გელაპარაკებით. ვერავინ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ამის არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს, რომ დაეჭირა, ეს უკვე მოხდა. დანარჩენს ესენი ვერასდროს შეძლებენ.
თქვა, რომ პოლიციას მასთან არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია, ძალიან კარგად იქცეოდნენ.ადმინისტრაციული თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ, რომ უხეშობა არ გამოუვლენიათ. სააკაშვილმა თქვა, რომ ყველამ, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, სელფი სათითაოდ გადაიღო, პოლიციელებმა. ეს ინდიკაციაა მთავარი იმისა, როგორი ჩამოშლილები არიან”, - აცხადებს ხერხეულიძე.
მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.