საზღვარგარეთ მკურნალობას როგორც წესი, კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში ვირჩევთ. ამ არჩევანს კი თან სდევს სამედიცინო დაწესებულების სწორად არჩევის, ლოგისტიკური საკითხების მოგვარების და ხარჯების მობილიზების არცთუ ისე მოკლევადიანი პროცესი, მაშინ, როცა მკურნალობის კურსი სასწრაფოდ დასაწყებია.
არსებობს სხვადასხვა ფონდი, სახელმწიფო დაზღვევა, რომელიც ხარჯების ანაზღაურებაში გვეხმარება, რაც ჩვენს ქვეყანაში მკურნალობისას დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თუ საზღვარგარეთ წასვლას გადავწყვეტთ, ფინანსური რესურსის მოძიება უფრო რთულდება.
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, მის გადამოწმებაზე ვიწყებთ ფიქრს. სხვადასხვა კლინიკაში ერთი და იგივე კვლევების ჩატარებამ შეიძლება ხარჯები წარმოუდგენლად გაზარდოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე ავარჩიოთ კლინიკა საზღვარგარეთ და პირდაპირ იქ გავაგრძელოთ სამედიცინო პროცედურების ჩატარება.
როგორც აღვნიშნეთ, პაციენტების უმეტესობას დროისა და ფინანსების ნაკლებობა აქვს, წლებია, შეიქმნა სხვადასხვა კომპანია, რომლებიც მათ პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში ეხმარება, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. რეალურად, თადარიგის წინასწარ დაჭერით აღნიშნული ხარჯის თავიდან არიდებაც შესაძლებელია, დაზოგილ თანხას კი ისევ საკუთარ ჯანმრთელობას მოვახმართ.
საქართველოში კრიტიკული დაავადებების დაზღვევის სერვისის გაჩენამ საზღვარგარეთ მკურნალობის დაგეგმვა კიდევ უფრო მარტივი გახადა. მაგალითისთვის „თიბისი დაზღვევა“ პაციენტს თავადვე უგვარებს ყველა ლოგისტიკურ საკითხს, ურჩევს მისთვის საჭირო პროფილის კლინიკას და საუკეთესო ტარიფებით მკურნალობაში ეხმარება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კრიტიკული დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტების ყველაზე დიდ პრობლემას მაინც ფინანსები წარმოადგენს, ამიტომ გადაწყვიტეს, მკურნალობის ხარჯები არა ტრადიციული, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდით ანაზღაურდეს: დაავადების დადასტურების შემდეგ პაციენტი წარადგენს შესაბამის დოკუმენტს და კომპანიისგან პირდაპირ იღებს 25 000-დან 150 000 ლარამდე თანხას.
„პაციენტს ცალკეული კვლევების დაფინანსებისთვის სადაზღვევო კომპანიაში სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენა აღარ უწევს. ჩვენ მას აღნიშნულ დისკომფორტს თავიდან ვარიდებთ. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში გადაწყვეტს მკურნალობას თუ საზღვარგარეთ, პირდაპირ ვურიცხავთ მკურნალობისთვის განკუთვნილ თანხას, რათა სწრაფად ჩაიტაროს ყველა გამოკვლევა და სამედიცინო მანიპულაცია და არცერთი დღე არ დაკარგოს. კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში ხომ დროის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განგვიმარტეს „თიბისი დაზღვევაში“.
განვითარებულ ქვეყნებში მკურნალობის მაღალი ხარჯების თავიდან ასაცილებლად თავს წინასწარ იზღვევენ. ევროპაში კონკრეტულად კრიტიკულ დაავადებებზე დაზღვევა საკმაოდ აქტუალურია, რათა შემდეგ საჭირო დაფინანსება მიიღონ და ყველა რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაცია ჩაიტარონ. ჩვენს შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, გაუთვალისწინებელ პრობლემას მომზადებულები შევხვდეთ და რთული სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ თადარიგის წინასწარ დაჭერით ვიპოვოთ.