ავტორი:

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - გარდაცვლილია მამაკაცი

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - გარდაცვლილია მამაკაცი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ქარხანაში სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 ე მუხლითაა დაწყებული, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.