ავტორი:

ნარკოტიკი "ბომბა“, რომელსაც საავატომობილო კატალიზატორისგან ამზადებენ - კონგოს დედაქალაქში კატალიზატორების ქურდების დაკავებას ვერ აუდიან

ნარკოტიკი "ბომბა“, რომელსაც საავატომობილო კატალიზატორისგან ამზადებენ - კონგოს დედაქალაქში კატალიზატორების ქურდების დაკავებას ვერ აუდიან

კონგოში საავტომობილო კატალიზატორების გამოყენება ნარკოტიკების დასამზადებლად დაიწყეს. ქვეყნის მცხოვრებლებმა მოახერხეს და კატალისტური ნეიტრალიზატორებით ნარკოტიკული ნივთირების დამზადება დაიწყეს, რომელმაც მიიღო სახელი "ბომბა“. პოლიციიის განმარტებით დამნაშავეები აქუცმაცებენ კატალიზატორების კერამიკულ ნივთიერებებს და მათ სედატიურ ან დამამშვიდებელ პრეპარატებს ურევენ. კონგოს დედაქალაქ კინშასაში მხოლოდ ბოლო 1 თვეში კატალიზატორების ქურდობისთვის და მათგან ნარკოტიკების დამზადებისთვის 100-ზე მეტი პირია დაკავებული.

როგორც როიტერსი წერს კატალზიატორისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ იწყება ძლიერი აპათია - მისი მიმღები შეიძლება გაუნძრევლად საათობით იდგეს ერთ ადგილას და ირწეოდეს, რის შემდეგაც ვარდებიან ღრმა ძილში, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ამ ფხვნილში კერამიკული ფხვნილის როლი დაუდგენელია - სავარაუდოდ ის პრეპარატების მოქმედებას ახანგრძლივებს. გააგრძელეთ კითხვა