ავტორი:

"თუ ნიკა მელია კენჭისყრამდე არ გააკეთებს განცხადებას, რომ მანდატის შენარჩუნება სურს, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ" - არჩილ თალაკვაძე

"თუ ნიკა მელია კენჭისყრამდე არ გააკეთებს განცხადებას, რომ მანდატის შენარჩუნება სურს, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ" - არჩილ თალაკვაძე

თუ ნიკა მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრა დღეს, ნაშუადღევს ჩატარდება.

„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, როცა ოპოზიცია არის პარლამენტში.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია უახლოეს სხდომაზე განიხილოს მისი განცხადება და ეს სხდომა გახლავთ დღეს. რა თქმა უნდა, კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება დღევანდელ სხდომაზე ნაშუადღევს, მანამდე ნიკანორ მელიას ან მის პოლიტიკურ გუნდს აქვს საშუალება კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გაიხმოს ეს გადაწყვეტილება და თავის განცხადება უკან, სხვა შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ის კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტი ვალდებული იქნება და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.