"ჩვენთვის სააკაშვილი და საქართველო საინტერესო აღარ არის..." - ასე ეხმაურება აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყანაში ექსპრეზიდენტის დაბრუნებისა და ადგილობრივი არჩევნების გარშემო განვითარებულ პროცესებს. სხვების თქმით, სინამდვილეში მათ გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წარმატებულ რეფორმატორად მიიჩნევს.
eadaily.com/ru-ის მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, "საქართველო აფხაზებისთვის სადღაც შორეულ წარსულად დარჩა, ოღონდ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში.
"საქართველოსა და ქართველების საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას... ეს რეალობა 2008 წლის შემდეგ დადგა. თუმცა, არის კატეგორია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტკურ პროცესებს" - წერს ინტერნეტ-გამოცემა.
აფხაზეთის პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და ის, თუ რომელი ძალა გაიმარჯვებს მწვავე დაპირისპირებაში, საბოლოოდ მაინც უკავშირდება აფხაზეთთან ურთიერთობას...
"საქართველოს საგარეო კურსი ნამდვილად ძალიან ჰგავს სერბეთის სცენარს, სადაც ბელგრადს არაფერი დარჩა, იმის გარდა, რომ ხელები ჩამოუშვას და კოსოვოსთან ურთიერთობა, როგორც თანაბარუფლებიან სუბიექტთან, ისე დაიწყოს...
საქართველო უკვე კარგა ხანია აფხაზეთის პოლიტიკური იზოლაციისკენ ნაბიჯებს არ დგამს, არც ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხს აყენებს ძველებურად აქტიურად... როგორც სოხუმის ყავის დასალევ ადგილებში ამბობენ, აფხაზეთის ხელისუფლება მშვენივრად ალაგებს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით ანქვაბი-ბჟანიას გუნდთან და რაიმე განსაკუთრებული უთანხმოება არ აქვთ. თავის მხრივ, არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება რაიმე საწინააღმდეგო, თუ ისინი ერთმანეთთან საერთო ენას იპოვიან, მით უფრო, რომ მოსკოვი საქართველოს სამ ახალ სახელწიფოდ აღიქვამს..." - წერს აფხაზური გამოცემის ავტორი.
მისივე ცნობით, სხვა საკითხია ქართული არაპროგნოზირებადი ოპოზიცია, განსაკუთრებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ყველა კარტი აურიოს.
"მათ შეიძლება აფხაზეთს საერთაშორისო დონეზე შეუქმნან პრობლემები ეკონომიკასა და სხვა საკითხებში, რასაც რუსეთიდან აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.. ერთი სიტყვით, ვარაუდებიც კი ძნელი გასაკეთებელია.
მთავარი ინტრიგა მაინც სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაა, რომლოს წინააღმდეგაც არაერთი საქმეა აღძრული. ის უბრალო პერსონაა არ არის, ის არ აპირებს ციხეში დიდხანს ყოფნას და არც ქართველი მანდელას როლის თამაში აწყობს.
შესაძლოა, ყველაფერი ამგვარად წარიმართოს - დაიწყოს დასავლთისგან ძლიერი ზეწოლა, ამერიკავკასიაში ახალი განხეთქილელები დაიწყოს, რაც აფხაზეთს ახალ პრობლემემს შეუქმნის, მით უფრო, რომ ამ რეალობაში ბატონი სააკაშვილისთვის არავითარი გარანტია არ არსებობს. ვითარების შეცვლის შემთხვევაში კი, თბილისსა და სოხუმს შორის არსებული პოლიტიკა დიდხანს ვერ გაგრძელდება..." - წერს Абхазия-центр-ის ავტორი.
მსგავს შეხედულებებს ჭაობში ჩაძირვას უწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი. მათ მაგალითად მოჰყავთ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებული ამბავი, რომლის მიხედვითაც სოჭის ერთ-ერთ დასახლებაში, აფხაზეთთან ძალიან ახლოს მდებარე ვესელოეს სკოლის დირექტორი ლენინის პერსონის მნიშვნელობაზე ჰყვება. მისივე თქმით, ის ყოველ 22 აპრილს, სკოლის მოსწავლეებთან ერთად ამკობს "დიდი რევოლუციონერის ძეგლს".
ვალერიან ბაგაევი, რომელიც შავი ზღვის საკურორტო ზონაში ცხოვრობს, ჰყვება, რომ პატარა დასახლებაში ლენინის სოლიდური ძეგლი დგას. ვიდეოში ჩანს, რომ მას ფეხები ყვავილებით აქვს შემკული... სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ ხალხი არ ივიწყებს პროლეტრიატს. ვინც ვერ ხვდება, ავუხსნი, ასეთია აფხაზეთის, შავი ზღვის საკურორტო ზონის მომავალიც. ამისკენ მივდივართ. იძახეთ ახლა, რეფორმა არ გვჭირდება და ქართველი ბიზნესმენები არ გვჭირდებაო..." - წერს ასლან ცუგბა.
"რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ომის ვეტერანების მონაწილეობით კიდევ ერთი სკანდალი ვნახეთ. 30 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტარანია და კარგად ვიცით, როგორ დაირიგეს თავის დროზე ეს სტატუსები, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი შეკრების შემდეგ, სოხუმის ერთ-ერთ რესტორანთან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, მოქალაქეების თანდასწრებით სროლა ატეხა. გარი კოკაია არ დაემორჩილა ადგილზე მისულ შს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას იარაღის ჩაბარებაზე - აქ ჯერ მე ვარ და მერე ხარ თქვენო - ეძახდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მილიციის თანამშრომლებმა დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, ვეტერანებს სცემეს. ახლა კი ერთი ამბავაი ატეხილია, თურმე დმირი დბარი უნდა გადადეს, რადგან მათ აკადრა და კანონის დაცვისენ მოუწოდა... მათ კი მხარდამჭერები ჰყავთ, ჰოდა, ამიტომ ვერასდროს წავალთ წინ.
ცნობისთვის, ასეთი უკიდეგანო პრივილეგიებს ებრძოდა სააკაშვილი და ამიტომაც მიაღწია წარმატებებს, რომ არაფერი ვთქვათ, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ბრძოლაზე... ამიტომაც ადევნებს რაღაც ნაწილი ინტერესით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მე მინდა რეფორმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მინდა. ეს ქვეყანა მეც და ვეტერანსაც ერთნაირად გვეკუთვნის. ჰოდა, ახლა თუ დბარს გადააყენებენ, ეს ნიშნავს, რომ აქ რეფორმები აღარასდროს ჩატარდება..." - წერს კიდევ ერთი მათგანი ვალერი კობახია.