ავტორი:

"რომ არა ვახტანგ გომელაურის ადამიანობა, დღეს ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი" - რა სურვილი აუსრულა შს მინისტრმა ყოფილ პოლიციელს, რომელიც შშმ პირია

"რომ არა ვახტანგ გომელაურის ადამიანობა, დღეს ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი" - რა სურვილი აუსრულა შს მინისტრმა ყოფილ პოლიციელს, რომელიც შშმ პირია

"დღეს 5 ოქტომბერია, დღე რომელიც ალბათ მთელი ჩემი არსებით უნდა მძულდეს რადგან სრულიად მოულოდნელად 2015 წლის 5 ოქტომბერს ჩემი ცხოვრება დგება თავდაყირა და ოთხივე კიდურებით ვხდები უნარშეზღუდული. მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა მძულდეს დღევანდელი დღე გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური და სრულიად შინაგან საქმეთა სამინისტრო" - ამის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გიორგი ნიშნიანიძე წერს. ნიშნიანიძე ვრცელ პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმოწერის ამსახველ ფოტოებთან ერთად, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სპეციალიზირებული ავტომობილის ფოტოებსაც ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დაახლოებით 10 დღის წინ მან მისი პრობლემების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისწერა. ზესტაფონის პოლიციის ყოფილი ინსპექტორის გადმოცემით, 6 წლის წინ, 5 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, მიღებული უმძიმესი ტრავმების შედეგად ოთხივე კიდურით პარალიზებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახდა.

24 სექტემბერს სამინისტროსთვის მიწერილი წერილით, ნიშნიანიძემ შშმ პირებისთვის ადაპტირებული სპეციალიზირებული ავტომობილის განბაჟებაში დახმარებას ითხოვა. მიწერიდან 10 დღეში კი წერს, რომ მინისტრის გულისხმიერების შედეგად მას უკვე ჰყავს ავტომობილი, რომელიც სრულიად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

"დღეს 5 ოქტომბერია, დღე რომელიც ალბათ მთელი ჩემი არსებით უნდა მძულდეს რადგან სრულიად მოულოდნელად 2015 წლის 5 ოქტომბერს ჩემი ცხოვრება დგება თავდაყირა და ოთხივე კიდურებით ვხდები უნარშეზღუდული.

მიუხედავად იმისა რომ ასეთი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ დღევანდელი დღე არ მძულდეს. ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ცოცხალი ვარ და ჩემი უსაყვარლესი ძვირფასი ადამიანები არიან ჩემს გვერდით. უფალს ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ასევე მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა მძულდეს დღევანდელი დღე, გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური და სრულიად შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia.

ჩემო მეგობრებო მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან ბატონი მინისტრის გულისხმიერების შედეგად მყავს ავტომობილი, რომელიც სრულიად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ამ ავტომობილის საშუალებით მე შევძლებ დაუბრკოლებლად წავიდე ექიმთან და ასევე უფრო საინტერესო გავხადო ჩემი ცხოვრება.

ამ სიხარულსა და ბედნიერების მიზეზი კი როგორც ზემოთ ავღნიშნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ რომ არა მისი ადამიანობა და სურვილი იმისა რომ აკეთოს კეთილი საქმეები მე დღეს არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი. ბატონო მინისტრო უდიდესი მადლობა ასეთი დიდი საჩუქრისათვის, თქვენი წყალობით მე დღეს ვარ ძალიან გახარებული.

თქვენი ამ მხარდაჭერით და დახმარებით მე არ ვთვლი რომ ვარ ყოფილი პოლიციელი არამედ ვთვლი რომ ვარ იმ დიდი ოჯახის წევრი რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდება და ვამაყობ ამით. მე გიორგი ნიშნიანიძე რომელიც ვმსახურობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და გახლდით ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ვფიცავარ რომ ვიყავი ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე სიცოცხლის ბოლომდე, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!" - წერს ყოფილი პოლიციელი გიორგი ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყოფილი პოლიციელის და დღეს შშმ პირის ისტორიას ბევრი მომხმარებელი აზიარებს. გიორგი ნიშნიანიძის ისტორიას ჯგუფი "გზა სიცოცხლისაც" ეხმიანება, სადაც წერენ რომ ის არის მაგალითი ადამიანის, რომელმაც დაიბრუნა საკუთარი თავის რწმენა და გახდა მოტივატორი სხვებისთვის.