პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა, სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილ მოსაკრებელს. კერძოდ, გასულ წელს სექტორის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 19 261 560 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 114.3 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 28% შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის. გააგრძელეთ კითხვა