თუ გადატრიალების ვერსიას სერიოზულად „აწვები", ციხეში უნდა იჯდეს „ნაცების“ მთელი „ლიდერშიფი" თანამონაწილეობისთვის - არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
მისივე თქმით, ქართული ოცნება დაუჯერებელ ვერსიებს სთავაზობს იმისთვის, რომ მათი და სააკაშვილის შეთანხმება შენიღბოს.
"წარმოიდგინეთ თვითონ ეს ვერსია - გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები მთელი "ნაცების" "ლიდერშიფი" ციხეში უნდა იჯდეს, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას?! აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდე მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ, ან გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, საზღვარს გადავკვეთ და "ქოცებს" "გავაბანძებო" ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს," - განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ციხიდან მალე სურს გამოსვლა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, შესაძლოა, ციხეში რამდენიმე თვით ჩატოვონ.
"ნარკომანობის ძახილი მოგეხსენებათ, "ქართული ოცნების" ტრენდია ქართულ პოლიტიკაში, ყოფილ თანაპარტიელებსაც ასე მოიხსენიებენ. მთელი ეს ნარატივი, რაც მიშას გადატრიალების მცდელობაზე მოაწყო, არის ის, რომ დამალოს საკუთარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. ზოგადად, ძალიან თვალნათელია ახლა ეს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის და ახლა მალე უნდა გამოსვლა, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა „ქოცების" ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში, რამდენიმე თვე," - განაცხადა ხვიჩიამ.