"ორივე საწამლავია სახელმწიფოში, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მაღლა კონფლიქტს და პერსონალურ ძალაუფლებას აყენებს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ტვიტერში“ წერს.
ამ პოსტით ყოფილი ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა, მაგრამ მისი რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
"მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.